ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი დაიხურა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი დაიხურა.

პროცესის დახურვა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა. მხარეები დახურულ სხდომაზე აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მომზადებულ ექსპერტიზის ახალ დასკვნაზე მსჯელობენ, რის საფუძველზეც ადვოკატები ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ.

ამასთან, ადვოკატები სასამართლოს იმ დოკუმენტსაც წარუდგენენ, რომლითაც საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრი მზადაა, გათავისუფლების შემთხვევაში თავდებში დაუდგეს აბესაძეს. როგორც ადვოკატმა ნონა ფილაურმა აღნიშნა, დროის სიმცირის გამო დაცვის მხარემ ვერ მოახერხა ბევრი დეპუტატის ხელმოწერის შეგროვება, თუმცა დოკუმენტს ხელს აწერს მათ შორის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც .

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს