კახა კახიშვილი, სავარაუდოდ, ახალ საგამოძიებო უწყებას უხელმძღვანელებს

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, სავარაუდოდ, ახალ პოზიციაზე გადაინაცვლებს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კახიშვილი იმ ახალ საგამოძიებო სტრუქტურას უხელმძღვანელებს, რომლის შექმნაც მთავრობამ უკვე დააანონსა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს, არსებული ინფორმაციით, ის იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც პოლიციაში, ციხეებსა თუ სხვა ძალოვან სტრუქტურებში ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს.

იხილეთ ვიდეო: ”კახა კახიშვილი, სავარაუდოდ, ახალ საგამოძიებო უწყებას უხელმძღვანელებს”

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს