სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის მერიამ მიხეილ თათარაძე თანამდებობაზე უნდა აღადგინოს და განაცდური პერიოდი აუნაზრაუროს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ რუსთავის მერიის ადამინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის მერიამ თათარაძე თანამდებობაზე უნდა აღადგინოს და განაცდური პერიოდი ფინანსურად აუნაზრაუროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად თათარაძემ განუცხადა.

“ჩემს საქმეზე ადამინისტრაციული სამართალწარმოება დღეს დასრულდა. ბოლო სხდომა 23 მაისს ჩატარდა. დღეს კი განაჩენი მოსამართლე ნინო ონიანმა გამაცნო. მან დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამართალმა იზეიმა და სასამართლომ თქვა თავისი სიტყვა, რომ მე უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული. რუსთავის მუნიციპალიტეტს დაევალა კომპენსაციის სახით იმ თანხის გადახდა. რაც ჩემი გათავისუფლების დღიდან ხელფასის სახით მეკუთვნოდა. საუბარია დაახლოებით 28 ათას ლარზე. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემთვის თანხა მეორე ხარისხოვანია. იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები მერიაში", - განაცხადა თათარაძემ.

მიხეილ თათარაძე რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან 2015 წლის 21 აგვისტოს გათავისუფლდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია