ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულებულია

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ თბილისში შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დაასრულა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიიდან“ აცნობეს, 4 კმ-მდე სიგრძის გზაზე განახლდა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო ახალი სათვალთვალო და წყალამიმღები ჭები, დამაგრდა ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდა ტროტუარები; მოეწყო საგზაო სამოსი, შესაბამისი საფუძვლით, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ეზოებთან მისასვლელები.

პროექტი თბილისის მერიის დაკვეთით განხორციელდა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტმა 2 მლნ 771 ათასი ლარი გამოჰყო.

სამუშაოებზე 60 ადამიანი დასაქმდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს