დიმიტრი გვინდაძე - ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს 133 700 000 ლარი დაუჯდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები სრულიად გამჭვირვალეა. მინისტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს მთელი კომპლექტის მშენებლობა რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება.

მისივე ინფორმაციით,  2009 წელს მშენებლობისთვის 5 000 000 ლარი დაიხარჯა, 2010 წელს - 68 000 000 ლარი, 2011 წელს კი - 60 000 000 ლარი.

დღეის მდგომარეობით კი, როგორც გვინდაძე აღნიშნავს, პარლამენტის მშენებლობისთვის სულ 133 700 000 ლარია დახარჯული.

მშენებლობის დასრულება 2012 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს