ნინო გოგუაძე - ჩვენს ქვეყანაში არის საყოველთაო აურზაური და საოცარი კრიზისი

ჩვენს ქვეყანაში არის საყოველთაო აურზაური და საოცარი კრიზისი, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

„ქვეყანაში არის ინსტიტუციონალური, ღირებულებითი კრიზისი, პოლიტიკოსების კრიზისი - ყველანაირი კრიზისია და ამ ფონზე შემოდის თემები, რომლებსაც არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო საპრეზიდენტო არჩევნებთან. ამ ძალიან მძიმე თემების ფონზე მიმდინარეობს საპრეზიდენტო კამპანია, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნება“ და გვეუბნება, რომ კანდიდატი არ ჰყავს. სალომე ზურაბიშვილი რომ დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის ეს ძალიან კარგად ვიცით, ის შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი. მე ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევანს შეაჩერებდა სალომე ზურაბიშვილზე, რადგან არანაირი ლოგიკით ეს არჩევანი ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გაეკეთებინა, რამდენადაც მე მას ვიცნობდი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს