რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ააიპ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“, ააიპ „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და ააიპ „ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921“ - 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, შუალედური ანგარიში მოიცავს საარჩევნო პროცესებზე მონიტორინგსა და შეფასებას 1-ელი აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით.

„შუალედურ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაზე, საოლქო და საუბნო კომისიების კონკურსის, დაკომპლექტების წესსა და პროცესებზე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიისა და პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მუშაობაზე, რეკომენდაციებსა და პოლიტიკური პარტიების, საინიციატივო ჯგუფებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების თაობაზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

შუალედური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: https://shared-assets.adobe.com/link/619de6a8-e477-464c-6645-643a98389323

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა