თამარ ჩუგოშვილი - ახალი რეგლამენტით პარლამენტის მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქცია გაძლიერდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ახალი რეგლამენტით პარლამენტის მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქცია გაძლიერდება. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დოკუმენტით პარლამენტი განვითარებულ ეტაპზე გადავა.

„საქართველოს პარლამენტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამ კანონით რეგულირდება ყველაფერი, რაც არის საკანონმდებლო ორგანოსთან დაკავშირებული. მთავარი არსი და აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ პარლამენტის მუშაობის ხარისხი უნდა იყოს ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე მანამდე. ამ ცვლილებებით გაძლიერდება პარლამენტის მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქცია. მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც აწუხებს და ყველა ამ პრობლემას პასუხი უნდა გაეცეს პარლამენტში. პარლამენტს აქვს პასუხისმგებლობა, მთავრობასა და ანგარიშვალდებულ ორგანოებს მოსთხოვოს პასუხები ასეთ პრობლემურ თემებზე. ამ კანონით პარლამენტი ძლიერდება და კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ საკანონმდებლო საქმიანობაც იყოს მეტად ხარისხიანი, გამართული და გამჭვირვალე, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს, რას აპირებს პარლამენტი, რა გადაწყვეტილებების მიღებას გეგმავს და თავისი ხმა მიაწვდინოს პარლამენტის წევრებს ამ პროცესში. ვფიქრობ, ამ დოკუმენტით გვაქვს შანსი საკანონმდებლო ორგანო გადავიყვანოთ განვითარებულ ეტაპზე“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება პარლამენტის გადატანის თემაზე და განაცხადა, რომ მთავარი არგუმენტი არის ის, რომ პარლამენტი და მთავრობა იყოს ერთ ქალაქში. „რაც შეეხება მთავარ არგუმენტს, რატომაც იქნა გადაწყვტილება მიღებული, საკომიტეტო განხილვების დროს, როდესაც მე რეგლამენტი გამოვიტანე, ყველა აფიქსირდებდა იმ პოზიციას, რომ პარლამენტი და მთავრობა უნდა იყოს ერთ ქალაქში, რაც არის სწორი. დღეს ჩვენი კონკურენტები ამბობდნენ, რომ საკონსტიტუციო განხილვების დროს იყო დაგეგმილი, რაც ასე ნამდვილად არ არის. ადგილმდებარეობად განსაზღვრული იყო ქუთაისი და შენარჩუნება იმ ფრომატით, რაც იყო, თუმცა სწორედ საკომიტეტო განხილვების დროს, ვინაიდან პარლამენტის წევრების მხირდან იყო მოთხოვნა, ერთი სამუშაო ადგილი ჰქონოდათ და ეს დამთხვეოდა მთავრობის სამუშაო ადგილს, ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს არის მთავარი არგუმენტი. რაც შეეხება ქუთაისს, ქუთაისი ჩემთვის პირადად, არის ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი ადგილი და ქვეყნისთვისაც, ბუნებრივია. მე ვფიქრობ, ქუთაისი იმსახურებს იმასაც, რომ ამ შენობას ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა და ბევრად უფრო მეტსაც. ამ შენობას მიეცემა თავისი ფუნქცია, ხოლო ქუთაისისთვის ყველა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტის თბილისიდან თავიდან მოცილება, რაც თავის დროზე იყო გადაწყვეტილი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა