ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“ გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის“ მხარდაჭერით, ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“ გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია სამ ბლოკისგან შედგებოდა - მედია და კონფლიქტები, ომისა და მშვიდობის გაკვეთილები და ახალგაზრდები ნდობის აღდგენისა და მშვიდობისათვისდა მას ჟურნალისტი ვენერა რურუა უძღვებოდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის, ტელეკომპანია „ერთსულოვნებისა“ და ცალკეულ ჟურნალისტთა მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული ვიდეოსიუჟეტები აფხაზეთზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ომისა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა, ბლოგერებმა, მწერლებმა, პუბლიცისტებმა, დრამატურგებმა და სტუდენტებმა.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

„კონფერენციის მიზანი იყო ქართულ მედიასაშუალებებში აფხაზეთის თემის გააქტიურება, ასევე საქართველოს მედიის მეშვეობით ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება.

სასტუმროს ფოიეში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა აფხაზი კოლეგებისადმი მიმართვა მიიღეს.

კონფერენცია სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებული კვირეული ფარგლებში ჩატარდა“, - ნათქვამია აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო