შიდა ქართლის გუბერნატორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვაშლის მსხმოიარე ბაღი დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს „ტირიფონის ბაღებმა“ ხეხილის ინტენსიური ბაღი გააშენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულთან-გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, ინტენსიური ტიპის ბაღები დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს - მექანიკური სხვლა, ფესვების მიწისქვეშა შეკვეცა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადის გაშლა - გაეცნო.

„კვარხეთში გაშენებული ახალი ბაღები არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი პოლიტიკა არის სწორი. ჩვენ გვინდა კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით ბაზარზე თავს დაიმკვიდრებენ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით „ტირიფონის ბაღებში“ საუკეთესო ხარისხის მოსავალი მიიღეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, „ტირიფონის ბაღები" პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და 27 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 100 000 ლარის თანადაფინანსება მიიღო.

„კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა და 2,000,000 ლარის ოდენობით სესხი სეტყვისგან დამცავი ბადეების, საყრდენი ბოძების, სარწყავი წვეთოვანი სისტემების მოწყობისთვის გამოიყენა. ბაღის გაშენებისთვის, სულ, 4 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. წელს ვაშლის პირველ მოსავალს უკვე აიღებენ“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

შიდა-ქართლის გუბერნატორის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტის სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.

„აღსანიშნავია, რომ „ტირიფონის ბაღები" პირველი კომპანიაა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, Global Gap-ის პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღო.

2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5,546 ჰექტარზე; სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა29,304,613 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1,674 ჰა მიწის ფართობზე.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა