გიორგი ქობულია - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებით საქართველო უკვე არის მსოფლიო რუკაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა ციფრული მაინინგის სფეროში, რადგან არის ძალიან ხელსაყრელი პირობები ბიზნესის წარმოებისთვის და ელექტროენერგიის, კერძოდ, ჰიდროელექტროენერგიის საკმაოდ დიდი რესურსები.

„დღევანდელი კონფერენცია იმის დამადასტურებელია, რომ ძალიან ძლიერი კომპანია და სერიოზული ინვესტორები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ამ ბიზნესში მონაწილეობენ, საქართველოს სერიოზულად უყურებენ, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა - ეს წაგვადგება არამარტო ეკონომიკის განვითარებაში, არამედ ჩვენი, ადამიანური ინტელექტუალურ-ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებაში, რადგან ეს სფერო დაკავშირებულია მაღალ ტექნოლოგიებთან. ამ მიმართულებით რაც უფრო მეტი კომპანია და მეტი ინვესტიცია იქნება, მით უფრო მეტი გვეყოლება მაღალკვალიფიციური კადრი. შესაბამისად, უნდა მივესალმოთ ასეთ კოოპერაციებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი, რომლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად გიორგი ქობულია დაესწრო, სამი დღის განმავლობაში თბილისში ჩატარდება და მას 1000-მდე ადამიანი დაესწრება, მათ შორის არიან მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.

სამდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართება საინტერესო დისკუსიები, სადაც კრიპტომაინერებსა და ბლოკჩეინის ენთუზიასტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს გაუზიარონ საინტერესო იდეები.

სამიტს ბლოკჩეინ აპარატურებით უზრუნველყოფასა და პროგრამული სერვისების გაწევაში მსოფლიო ლიდერი Bitmain Technologies Ltd, „ბიტკანთან“ ერთად მართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა