ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში განაღმვითი სამუშაოების საპრეზენტაციო ჩვენებები გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გელა კაპანაძემ და იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში განაღმვითი სამუშაოების საპრეზენტაციო ჩვენებებში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ერგნეთში პროექტის გახსნის ცერემონია მოეწყო, სადაც იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის: „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ შესახებ ისაუბრეს და განაღმული ტერიტორიებიდან ამოღებული ინერტული საბრძოლო მასალა წარმოადგინეს.

გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, იაპონიის საელჩოს დაფინანსებით ორგანიზაცია Halo trust-ი 2017 წლიდან დანაღმული ნაკვეთების გასუფთავების კიდევ ერთ ეტაპს ახორციელებს. ცხინვალთან ახლოს მიმდებარე სოფლების მიწის ნაკვეთების 137 ჰექტარზე მეტი გამოცხადდა უსაფრთხოდ. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 346 ათას დოლარს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო