ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან მხარეებმა სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. შოთა რეხვიაშვილმა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მნიშვნელობზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, ამ მიმართულებით განსახორციელებელი კონკრეტული წინადადებები განიხილა.

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კონსტანტინე ამირეჯიბმა, დეტალურად ისაუბრა 2018-19 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სპორტულ ოლიმპიადებში, მუნიციპალიტეტების სკოლების მაქსიმალურ ჩართულობას და მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს.

შოთა რეხვიაშვილმა, სპორტულ ოლიმპიადებში წარმატებული ასპარეზობისა და მიღწეული შედეგებისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წალკისა და ბოლნისის წარმომადგენლებს, რომელთა ძალისხმევითაც, გასული სასწავლო წლის სპორტულ აქტივობებში მუნიციპალიტეტების ყველა სკოლა მონაწილეობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო