როუზ გოტმიოლერი - თავდაცვა, შეკავება და მშვიდობის დამყარება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ამოცანა ალიანსის

თავდაცვა, შეკავება და მშვიდობის დამყარება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ამოცანა ალიანსის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა მშვიდობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დროდადრო ხალხი მეკითხება მე, ნატო თავდაცვის თვალსაზრისით და მის გარდა რაში არის აქტიურად ჩართული. მე ყოველთვის ვპასუხობ - თავდაცვა, შეკავება და მშვიდობის დამყარება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ამოცანა ალიანსის. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც გვასწავლიან მშვიდობის ფასს. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობს გამყოფი ხაზის მიღმა, რომლებზეც ყოველდღიურად აისახება ის სირთულეები, რაც მათ რეგიონში არსებობს. მოგმართავთ თქვენ, რომ თქვენგან გვინდა ვისწავლოთ შერიგების გზები, თქვენგან უნდა შევიმეცნოთ ეს. რადგან შერიგების პროცესი არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში არის აქტუალური, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია მისი განხორციელება ავღანეთში", - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს