ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა გაიხსნა

ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იმუშავებს და გურიის სამივე მუნიციპალიტეტს მოიცავს. ცენტრი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირქტორმა, გიორგი დონაძემ და კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნეს. წარმომადგენლობის გახსნა საზეიმო კონცერტით აღინიშნა. მასში მონაწილოებდნენ ანსამბლები „შემოქმედი“, „შვიდკაცა“ და „ბასიანი“, ასევე ადგილობრივი ტრიო „შალვა ჩემო“ და მგალობელთა გუნდი, სალოტბარო სკოლის ჯგუფები ოზურგეთიდან, მესტიიდან.

როგორც გიორგი დონაძემ განაცხადა, ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობა გურიისა და ზოგადად დასავლეთ საქართველოს კულტურული ცენტრი გახდება.

„ქართული სიმღერა მრავალმხრივობითა და ტრადიციული საგალობლებით უნიკალურია მთელს მსოფლიოში. უნიკალურობით კიდევ უფრო გამორჩეულია გურია. სწორედ გურიაშია ყველაზე კარგად გამორჩეული საგალობლების ცოცხლად შესრულების ტრადიცია, ამიტომაც ის განსაკუთრებულია თავისი პოლიფონიურობით. გარდა ამისა, ეს კუთხე დასავლეთ საქართველოს გულია. ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა სწორედ გურიაში გახსნილიყო. ამასთან, ოზურგეთი დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლებისთვის მთავრი საკომუნიკაციო ცენტრი გახდება. ვიმედევნებთ, რომ გამოფენები და კონცერტები თბილისიდან ოზურგეთში გადაინაცვლებს და ამით ცენტრი უფრო გამოაცოცხლებს, დასავლეთ საქართველოს რეგიონს.

2019 წელს, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი კონცერტები სწორედ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება. დიდი სურვილი მაქვს, აქვე მოეწყოს სამეცნიერო კონფერენციები, მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები, რომ მათაც გაგვიზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება“, - აღნიშნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.

მისი თქმით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთ-ერთ მთავრ მიმართულებად სალოტბარო სკოლები რჩება, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობა მეტად შეუწყობს ხელს რეგიონში სალოტბარო სკოლების განვითარებას.

ამჟამად მთელ საქართველოში 24 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 668 მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. პირველი სალოტბარო სკოლა, 2015 წელს გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის, დამატებით კიდევ 3 მსგავსი ტიპის სკოლის გახსნაა დაგემილი.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. განხორციელდა შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია: შენობის გადახურვა, ფასადების მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ეზო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1.639.892. 38 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

შენობა 1300 კვადრატულ მეტრს, 4 სართულს მოიცავს, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ხმის ჩამწერი სტუდიით, არქივით, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებით, სალოტბარო სკოლით და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ფართით. ცენტრი ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო