ელიზაბეთ რუდი - აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და არც რუსეთს და არც რომელიმე სხვას, არ აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და გვჯერა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას, არც რუსეთს და არც რომელიმე სხვას, არ აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოს მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ აძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან სამხედრო და თავდაცვის სფეროში, რათა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაეხმაროს ქვეყნის ტერიტორიული დაცვის უზრუნველსაყოფად შესაძლებლობების გამომუშავებაში.

„რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და რუსეთის აგრესიას, პირველი, რისი აღნიშვნაც მინდა ისაა, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან და უზრუნველყოს საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში ჰუმანიტარული და საერთაშორისო ხელმისაწვდომობა.

რაც შეეხება საქართველოს გზას ნატო-სკენ, შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და გვჯერა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას, არც რუსეთს და არც რომელიმე სხვას, არ აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუ რომელ ალიანსს ან რომელ პარტნიორს აირჩევს. ამასთანავე, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან სამხედრო და თავდაცვის სფეროში, რათა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დავეხმაროთ ქვეყნის ტერიტორიული დაცვის უზრუნველსაყოფად შესაძლებლობების გამომუშავებაში“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

იხილეთ ვიდეო: ელიზაბეთ რუდი - არც რუსეთს და არც რომელიმე სხვას, არ აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს