გივი მიქანაძე - პარლამენტის ქუთაისის სასახლის ფუნქციონირებისთვის წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი იხარჯება

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისის სასახლის ოპერირებისა და ფუნქციონირებისთვის წელიწადში ჯამურად, დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი იხარჯება.

რაც შეეხება ქუთაისის სასახლეში არსებულ აპარატურას, მისი თქმით, „ნაწილი გადავა თბილისში და სათადარიგოდ შენახვა მოხდება, რაც მომავალში ეკონომიებს გამოიწვევს“.

„ბევრი პროექტია დაგეგმილი თბილისის სასახლესთან დაკავშირებით და გარკვეული აქტივობები განხორციელდება იმისთვის, რომ დარბაზებმა გადასვლის შემდეგ შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს“, - განაცხადა მიქანაძემ.

როგორც ცნობილია, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა