ნოდარ ხადური - არც ერთ ბიზნესსუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია, ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე

როგორც მინისტრად მუშაობის პერიოდში, ისე შემდეგაც არც ერთ ბიზნესსუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია და არავის არანაირი ვალდებულებები ჩემს მიმართ არ გასჩენია და ვერც გაუჩნდებოდა, - ამის შესახებ ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებაშია ნათქვამი.

ფინანსთა ყოფილი მინისტრი გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მისი გვარის გაჟღერებას ეხმაურება და კორუფციული სქემის შესახებ ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს.

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია ჩემს შესახებ არის სრული სიცრუე. როგორც მინისტრად მუშაობის პერიოდში, ისე შემდეგაც არც ერთ ბიზნესსუბიექტთან არაფორმალური საუბრები არ მქონია და არავის არანაირი ვალდებულებები ჩემს მიმართ არ გასჩენია და ვერც გაუჩნდებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი დადგინდება,“ - ნათქვამია ნოდარ ხადურის განცხადებაში.

დღეს ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ მორიგი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრი და რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა