ოთარ კახიძე - პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობას აბრალებს პირს, ვის ტანსაცმელზეც სარალიძის სისხლი არ არის, ხოლო ვის ტანსაცმელზეც არის, ამბობს, რომ გამშველებელია

პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობას ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პირს აბრალებს, რომლის ტანსაცმელზეც დავით სარალიძის სისხლი არ არის, ხოლო ვის ტანსაცმელზეც არის, იმაზე გვეუბნებიან, რომ მოწმე და გამშველებელია, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საგამოძიებო კომისიის მდივანმა, “ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

ოთარ კახიძემ განმარტა, რომ მ.კ.-ს პროკურატურა როგორც მოწმესა და გამშველებელს წარმოაჩენს, ხოლო პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ მ.კ. არის პირი, ვისთვისაც უნდა წარედგინათ ბრალდება, დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში.

კახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მ.კ. გამშველებელი-მოწმე არ არის.

“საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომელიც მიუთითებს, რომ მ.კ-ს ჰქონდა ცივი იარაღი. საქმეში არსებობს ვიდეოფირი, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. ამ ცივ იარაღს მის მეგობრებს. არსებობს მოწმე, რომელიც მიუთითებს, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისთანავე ჯიბეში ხელი ჩაიყო. არსებობს რვა მოწმე, რომელიც მიუთითებს, რომ მ.კ. ფარდულში ჩხუბობდა და დავით სარალიძეს ურტყამდა. არსებობს მოწმე, რომელმაც დაინახა მ.კ.-ს სისხლიანი სახელო, საიდანაც ცივი იარაღის გამოწეული ნაწილები ჩანდა. არსებობს მოწმე, რომელმაც ჩხუბის შემდგომ მ.კ-ს ხელში ცივი იარაღი დაინახა, ვისაც მ.კ-მ აღნიშნული იარაღი აჩვენა. არსებობს ჩვენება, რომლის მიხედვით, მ.კ. ამბობდა: დავით სარალიძეს ამას ვურტყამდი და იმხელა იყო, ვერ დავაგდე. ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის გამოც პროკურატურას ბრალდება უნდა წარედგინა. დღეს როგორც პარლამენტის საგამოძიებო კომისია, ასევე სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი ამას ითხოვს“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ისიც დასძინა, რომ პროკურატურამ აღნიშნული იარაღი არათუ არ ამოიღო, არამედ ის არც კი უძებნია.

თავად “ქართული ოცნება“, რომელიც საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას არ ეთანხმება, პარლამენტს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დადგენილების მიღებას სთავაზობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა