სალომე სამადაშვილი - ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობა ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზნით გამოიყენა და ივანიშვილმა თანამდებობიდან გაუშვა პრემიერი, რომელიც ისედაც აღარ უნდოდა

ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობა ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზნით გამოიყენა და ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან გაუშვა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ისედაც აღარ უნდოდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამადაშვილი გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას და განაცხადა, რომ როცა ზაზა სარალიძე სტრასბურგის სასამართლოს მიადგება, მისთვის კომისიის დასკვნა ძალიან ძვირფასი დოკუმენტი იქნება.

„ვინ გამოიყენა ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობა პოლიტიკური მიზნით? - თქვენ გამოიყენეთ. როცა ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ისარგებლეთ შემთხვევით და ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან გაუშვა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ისედაც დიდი ხანი აღარ უნდოდა. თუმცა, ადგილზე დატოვა თეა წულუკიანი, რომელიც შემოქმედია იმ სისტემის, რაზეც თქვენი ხელისუფლება დგას. ეს სისტემა კი ეყრდნობა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ალტერნატიული აზრის დევნას და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობთ ამ ქვეყანაში ხელისუფლების შენარჩუნებას. რაც შეეხება საქმეს, ზაზა სარალიძე თავის სიმართლეს საბოლოოდ იპოვის. ჩვენი მოქალაქეები დაცული არიან ევროპის და ევროპული სასამართლოს მიერ. თქვენ ვერ შეუშლით ხელს ზაზა სარალიძეს მიმართოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და თავისი სიმართლე საბოლოოდ იქ იპოვოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა