ბათუმში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, შპს "თბილისის ტრეიდერთა" კლუბის წინააღმდეგ მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიამ მოქალაქეებს თანხები ანაგრიშზე შეატანინა, საუბარია ნახევარ მილიონ დოლარზე, თუმცა კომპანიამ ოფისი დახურა და კომპანიის თანამშრომლები მომხმარებელს ტელეფონზე არ პასუხობენ. აქციის მონაწილეები შეტანილი თანხის დაბრუნებას ითხოვენ და სამართალდამცავებს ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

"10 ათას დოლარამდე შევიტანე, ფაქტიურად გაგვძარცვეს. თანხების დაბრუნებაზე რომ მიდგა საქმე, გითხრეს, რომ კომპანია გაკოტრდა. ვითხოვ იმ თანხის დაბრუნებას. ეს აღმოჩნდა თაღლითური პირამიდა", - განაცხადა ხათუნა წითელაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს