უმრავლესობა პლენარულ სხდომაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნისგან განსხვავებულ მოსაზრებებს წარადგენს

უმრავლესობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ განსხვავებულ მოსაზრებებს წარადგენს, რაც მათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გააჩნიათ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, “ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა კომისიის დასკვნას პარტიული დოკუმენტი უწოდა და “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არაკომპეტენტური დასკვნის მომზადებაში დაადანაშაულა.

“ჩვენს მიერ არ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით საქმეში ჩარევას. იმ ხარვეზებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საგამოძიებო უწყებებთან მიმართებაში დავადგინეთ, შევიმუშავეთ რეკომენდაციები. ჩვენ გამოვკვეთეთ, რომ აუცილებელია მ.კ-სთან მიმართებაში საგამოძიებო ორგანოებმა ინტენსიურად იმუშაონ და რაც შეიძლება სწრაფად გამოკვეთონ მისი როლი მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე რეკომენდაცია შევიმუშავეთ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, მის მიერ კომისიისთვის მიცემული ჩვენების საკითხთან დაკავშირებით - ხომ არ მისცა მან კომისიას ცრუ ჩვენება. გავცემთ რეკომენდაციას, რომ დაინტერესდეს საგამოძიებო უწყება ამ საკითხით. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება გ.მ-ს დაჭრის ფაქტის ცალკე საქმედ გამოყოფას. როგორც შს სამინისტრომ, ასევე პროკურატურამ უნდა უზრუნველყონ საკუთარ უწყებებში სამსახურეობრივი შემოწმების განხორციელება, რათა გამოკვეთონ ხომ არ ჰქონდა ადგილი რაიმე სახის გადაცდომას და მოხდეს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ანრი ოხანაშვილმა “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მისამართით ისიც აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არც ერთ გახმაურებულ საქმეზე საგამოძოებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირეს და ოპოზიციის ყველა შესაბამისი ინიციატივა ჩააგდეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა გრძელდება.

“ქართული ოცნება“, რომელიც საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნას არ ეთანხმება, პარლამენტს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დადგენილების მიღებას სთავაზობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო