ილია მეორე მრევლს - ხშირად მობრძანდით ტაძარში

მძიმე დროს ვცხოვრობთ. მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა შეკრებილ მრევლსა და სრულიად საქართველოს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და ტაძარში ხშირად სიარულისკენ მოუწოდა.

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, შობას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. დიდუბის ტაძარი განსაკუთრებულია. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობა, როდესაც დიაკვნად მაკურთხეს. ამ ტაძარში გამომიშვა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ და მივიღე პირველი მადლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან მდევს. აქ არის სასწაულთმოქმედი ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ხალხი ძველად ფეხშიშველი მოდიოდა დიდუბის ტაძარში, ლოცულობდნენ და ღებულობდნენ იმას, რასაც შესთხოვდნენ.

მძიმე დროს ვცხოვრობთ. მრავალი გაჭირვება ადგას ადამიანებს, მაგრამ ღმერთი მოწყალეა. ღმერთი მოგვცემს მშვიდობას, სიხარულს, სიყვარულს. დალოცვილი და გახარებული იყავით, ხშირად მობრძანდით ამ წმინდა ტაძარში და ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. შევთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, რომ ჩვენი მწუხარება სიხარულად გადააქციოს,"- განაცხადა პატრიარქმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო