გივი თარგამაძე - პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არსებულ კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით რეაგირება უნდა მოახდინოს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „არსებულ კორუფციულ გარიგებასთან“ დაკავშირებით რეაგირება უნდა მოახდინოს. გივი თარგამაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ივანე აბესაძის საქმე მაგალითად მოიყვანა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პირი საგამოძიებო სამსახურიდან უსამართლოდ მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ სააფთიაქო სფეროში დანაშაულებებზე, ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსურ დარღვევებზე საუბრობდა.

„ივანე აბესაძე გაუშვეს სამსახურიდან, როდესაც მან სააფთიაქო სფეროში დანაშაულებები ამხილა. თუმცა დღემდე პროკურატურაში არ არის გაცემული ამ კითხვებზე პასუხი. მიმდინარე პროცესებს თუ შევხედავთ ჩვენ დავინახავთ, რომ კორუფციის მხრივ მძიმე ვითარებაა. ასევე ვხედავთ, რომ საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსნები ჩართულები არიან ამჟამად „იბერიას“ საქმეში. მე მოვუწოდებ პროკურატურას, მოახდინოს რეაგირება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის განცხადებაზე და გასცეს ყველა კითხვას პასუხი“ , - განაცხადა გივი თარგამაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს