2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, 2019 წლიდან პარლამენტი სრულად თბილისში გადავა. დეპუტატი გადატანის მიზეზად სხვადასხვა არგუმეტს ასახელებს. მისივე თქმით, შენობაში საპოლიციო დანაყოფი განთავსდება.

„დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მსჯელობა, რეგლამენტი განხილული იყო 15 კომიტეტზე და 15-ვე კომიტეტზე ეს საკითხი დადგა. თითქმის არ დარჩენილა პარლამენტის წევრი, რომელსაც ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ ჰქონოდა. ძირითადი არგუმენტები და პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიღების არის რამდენიმე. ერთი არის, რომ თითქმის შეუძლებელია პარლამენტის მუშაობა ორ შენობაში, ორ ქალაქში. პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას ეს ძალიან აზიანებს. მეორე, არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. მესამე, როდესაც გვინდა პარლამენტის გაძლიერება და საზედამხედველო ფუნქციები, მთავრობა სხვა ქალაქში და პარლამენტი სხვა ქალაქში, ძალიან ართულებს საქმეს. ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. რაც შეეხება ქუთაისის შენობას, ამას ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთა, ამაზე განცხადებას მოგვიანებით შსს გააკეთებს, რომელიც აპირებს ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენოს. უფუნქციოდ შენობა არ დარჩება. 2019 წლის იანვრიდან პარლამენტი თბილისში გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს