პლენარული სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენა მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარული სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენა მიმდინარეობს. კომისიის დასკვნას პარლამენტს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცნობს.

საგამოძიები კომისიის დასკვნის თანახმად, უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ-ს მიმართ. კომისიის შეფასებით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმის სავარაუდოდ, რომ მ.კ. სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა.

საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ გამოძიების პროცესში ერეოდა მირზა სუბელიანი, რომელიც პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო და რომლის როლიც კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. მისი ახლობლების მიმართ არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები - არ მოხდა მთავარი ფიგურანტების სახლის ჩხრეკა, ნივთმტკიცებების მოპოვება, არ დაიკითხნენ მთელი რიგი მოწმეები, მათ შორის ისეთი მოწმეები, რომელთაც კომისიას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

საგამოძიებო კომისიის დასკვნით, ამ ყველაფერზე იკვეთება პასუხისმგებლობა კონკრეტული თანამდებობის პირების შს სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში - მათ შორის არიან საქმის ზედამხედველი პროკურორი ზვიად ფხაკაძე და შს სამინისტროს გამომძიებელი ირაკლი ფიფია, რომელთა მხრიდან საგამოძიებო კომისიის შეფასებით, იკვეთება გულგრილობა და შესაძლო, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშნები. პარლამენტის საგამოძიებო კომისია მთავარ პროკურატურას და შსს-ს მიმართავს, გამოიძიონ დარღვევები და გააკეთონ დასკვნა, რა ტიპის დანაშაულს აქვს ადგილი მთავარი პროკურატურისა და შს-ს თანამშრომლების მხრიდან.

კომისია სვამს ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხს და ასევე ითხოვს, შს მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

კომისიის მხრიდან გაიცა რეკომენდაცია, რომ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში მთავარი პროკურორი და შს მინისტრი პარლამენტში მივიდნენ და ანგარიში ჩააბარონ საზოგადოებას, თუ როგორ სრულდება საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები.

საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვას არ იზიარებს და მხარს არ უჭერს “ქართული ოცნების“ უმრავლესობა. კომისიის დასკვნა მოამზადეს და მიიღეს “ევროპული საქართველოს“ წევრებმა, რომლებიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ხმათა უმრავლესობით იყვნენ შესული.

“ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის დასკვნის ერთგვარ ალტერნატივად, პარლამენტს დადგენილების პროექტის მიღებას შესთავაზებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს