ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც ასახულია პატრიარქის განცხადებაში

სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც იყო ასახული პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში, - ასე ეხმაურება ეკლესიასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტულ განცხადებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიცია ყველა საკითხთან დაკაშირებით. განსაკუთრებული გულისხმიერებით ვეკიდებით თითოეულ განცხადებას და პოზიციას, რომელიც გვესმის საპატრიარქოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი საერთო სულისკვეთებაა ეს და ეს განგვასხვავებს ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც მონაწილეობენ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენი ოპონენტები წლების განმავლობაში არიან დაკავებულნი ეკლესიის მტრობით, დაპირისპირებით და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით“, - განაცხადა კობახიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს