ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე „ქართული ოცნების“ და ნაცმოძრაობის“ წევრები დაკითხეს

ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გია უკლება და გიგა შუშანია დაკითხეს.

როგორც გიგა შუშანია „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მისივე განცხადებთ, ისინი მუხლის გადაკვალიფიცირებას და კიდევ ერთი მუხლის დამატებას მოითხოვენ, რაც პოლიტიკურ საქმიანობაში ხელისშეშლას გულისხმობს.

გიგა შუშანიას განმარატებით, უმრავლესობის დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ გია უკლება საკრებულოს სხდომას არ დასწრებოდა.

საგამოძიებო უწყებამ დაპირისპირებაში მონაწილე მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც დაკითხა, თუმცა ისინი კომანტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ქუთაისის მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, გუშინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ უმრავლესობის წევრები - ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე და ოპოზიციის წარმომადგენლები: გია უკლება და გიგა შუშანია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს