ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მომხდარი ჩხუბის გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება. ირაკლი შენგელია, მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, საზოგადოებას ბოდიშის უხდის და ამბობს, რომ საჯარო მოხელეებს თმენის ვალდებულება მართებთ.

"ქართული ოცნების" წევრი ფიქრობს, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს პროვოკაციებს უწყობს.

"პირველ რიგში, მინდა მივმართო საზოგადოებას აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით და მოვუხადო ბოდიში. ის ფაქტი რაც მოხდა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს მერიის შენობაში. ჩვენ საკრებულოს დეპუტატებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს გაგვაჩნია მეტი თმენის ვალდებულება, თუმცა, ჩვენი ოპონენტები ყოველგვარი ხერხით და ყოველგვარი მეთოდით ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, რომელიც მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარების პირობას. ყველანაირ მეთოდით ცდილობენ ამ პროცესს შეუშალონ ხელი. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. ჩვენი გუნდი მთლიანად იზიარებს იმ პოზიციას რასაც ჰქვია ჯანსაღი საარჩევნო ურთიერთობა, პოლიტიკური განწყობა, პოლიტიკური ვითარება. შესაბამისად, ის პროვოკაციები, რომელსაც პერმანენტულად ახორციელებს ეს ოპოზიციური ძალა, ნამდვილად მიუღებელია საზოგადოებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენთვის. პროვოკაციები სხვადასხვაგვარია, მათ შორის ეს იყო სოციალურ სივრცეში კონკრეტული დეპუტატის მხრიდან, სადაც ის შეურაცხყოფას აყენებდა ამომრჩეველს. ამაზე საზოგადოებას გარკვეული რეაქცია გააჩნდა", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ.

გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გუშინ უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. ქუთაისის საკრებულოს წევრის, ალეკო ახალაძის განცხადებით, დეპუტატი გიორგი უკლება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, თავად შევიდა პოლემიკაში იმედა საღინაძესთან, რომელთანაც კონფლიქტი მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა