SAP Business One-ის ქართული ედონი საერთაშორისო ბაზარზე

BDO Solutions ლიდერი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2004 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანიის მიერ შემუშავებული ERP გადაწყვეტილებები და სპეციალიზებული პროგრამული პროდუქტები წარმატებით არის დანერგილი 500-ზე მეტ კომპანიაში.

2016 წლიდან BDO Solutions საერთაშორისო კომპანია SAP-ის პარტნიორია, რაც კომპანიას უფლებამოსილებას ანიჭებს ქართულ ბიზნესს შესთავაზოს SAP-ის მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები და ამასთან, გაუწიოს დანერგვისა და მხარდაჭერის მომსახურება. 2017 წლიდან BDO Solutions ქართულ ბაზარს SAP Business One-ის ლოკალიზებულ ვერსიას სთავაზობს, რაც სრულად არის ინტეგრირებული RS.GE-სთან, ინტერნეტბანკთან და ეროვნული ბანკის ვებსაიტთან. პროგრამა შესაბამისობაშია ქართულ კანონმდებლობასთან და ხელმისაწვდომია ქართული ინტერფეისით.

BDO Solutions-ს ასევე აქვს ავტორიზაცია SAP Business One-ის პროგრამული გაფართოებების ე.წ. ედონების შემუშავებაზე. ამ უფლების გამოყენებით კომპანიამ შექმნა Fiori ტექონოლოგიაზე დაფუძნებული HR ედონი - პერსონა. პერსონა ერგება ყველა ტიპის ბიზნესს, რომელიც თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის იყენებს SAP Business One-ს და სურს ჰქონდეს კადრების მართვის დახვეწილი ფუნქციონალი.

პერსონა ინტუიტიური აპლიკაციაა, რომელიც HR მენეჯერის სამუშაო სივრცეს მარტივსა და ადვილად გამოსაყენებელს ხდის. SAP Business One-თან ერთად, პერსონა საშუალებას მოგცემთ ერთ სივრცეში მართოთ HR პროცესები და აწარმოოთ სახელფასო აღრიცხვა. ეს საგრძნობლად შეგიმცირებთ ხელით სამუშაოსა და ქაღალდების საჭიროებას. აპლიკაცია აგვარებს ადამიანური რესურსების მართვისა და საბუღალტრო სისტემებში მონაცემების ორჯერ შეყვანის პრობლემას და ამცირებს არასწორი მონაცემების დაფიქსირების რისკს.

საქართველოს ჩათვლით, პერსონა გაიყიდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ინერგება SAP Business One.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა