მამუკა ბახტაძე სენატორ როჯერ უიკერს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სენატორს, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, როჯერ უიკერს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე, ქვეყანაში ინსტიტუციების განვითარებაზე; რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.

მათი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა და სენატორმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის. პრემიერ-მინისტრისა და სენატორის შეხვედრა აშშ-ის სენატში გაიმართა.

„სენატორმა როჯერ უიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე. მან პოზიტიური შეფასება მისცა ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. სენატორმა რწმენა გამოთქვა, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. საარჩევნო პროცესს ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა