სალომე ზურაბიშვილი - მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს. ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეფასებებით უხეში მანიპულირება უკიდურესად საზიანოა ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების მთლიანობისთვის.

„მინდა გამოვხატო მკაფიო პოზიცია ჩემი განცხადებების უხეშ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, რომელთა ტირაჟირებასაც ახდენს ზოგიერთი მედიასაშულება და რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია.

უკვე საყოველთაოდ ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: 2008 წლის ომი, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი და ჩვენი დედა ეკლესიის როლი ქვეყანაში. ქართველი ხალხის წინსვლისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი მედიის როლი. კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეფასებებით უხეში მანიპულირება უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, საზოგადოების მთლიანობისთვის. მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას”, - წერს ზურაბიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა