ვარშავის სახანძრო სკოლამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო აღჭურვილობა გადასცა

ვარშავის სახანძრო სკოლამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ოფიციალური გადმოცემის ცერემონია დღეს გაიმართა. პოლონურმა მხარემ პროექტ "საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში მაშველ სპეციალისტთა განვითარების" ფარგლებში, აღჭურვილობის გარდა, მეხანძრე-მაშველები პოლონეთში გადაამზადა.

„სწავლების დასრულების ბოლო ეტაპზე, პოლონურმა მხარემ მეხანძრე-მაშველებს სერტიფიკატები გადასცა. პოლონეთთან შეთანხმების საფუძველზე, 2019 წელს საქართველოში, ვარშავის მთავარი სახანძრო-სამაშველო სკოლა საქართველოში სასწავლო ცენტრს ააშენებს, - ამის შესახებ შეთანხმება ქართულ და პოლონურ მხარეს შორის 18 სექტემბერს შედგა. სასწავლო ცენტრი 2019 წლისთვის აშენდება, სადაც მეხანძრე-მაშველები პრაქტიკულ სწავლებებს გაივლიან. 3-სართულიანი შენობა სასწავლო-სიმულაციური დანადგარები იქნება აღჭურვილი, რაც მეხანძრე-მაშველებისთვის პრაქტიკული სწავლების ინოვაციურ მოდელს შექმნის,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს