სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ნაწილი 20 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროსთან მივა და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ ზონასთან შეკრებილი სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ნაწილი 20 სექტემბერს, 11.00 საათზე ფინანსთა სამინისტროსთან მივა და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.

როგორც მიმდინარე აქციაზე შეკრებილებმა განაცხადეს, მზად არიან აქციების პარალელურად 1-ელ ოქტომბრამდე მოლაპარაკებები აწარმოონ ფინანსთა მინისტრთან და ამის შემდეგ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მომავალ ქმედებებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით, უვადოდ გადაიდოს და მათ მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეთ ისე, რომ არ მოხდეს საბაჟოზე დამატებითი გადასახადების დაწესება.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, აქციის მონაწილეთა ნაწილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს, ასევე, გადაკეტავს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკურ ზონას.

აქციაზე მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რაც ერთ-ერთი იმპორტიორის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროში შეხვედრა ჰქონდა უწყების წარმომადგენლებთან, სადაც მიიღო პასუხი, რომ ხელისუფლება დათმობებზე არ წავა. ამის გამო იმპორტიორმა მძღოლებს პოზიციის შეცვლისა და დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდა. აღნიშნულმა განცხადებამ აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია და ამ პირს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

იხილეთ ვიდეო: სატვირთო ავტომობილების მძღოლთა ნაწილი 20 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროსთან მივა და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო