გორში სასწრაფო დახმარების შენობა აშენდება

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სასწრაფო დახმარების ახალი შენობის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მშენებლობა 2019 წლიდან იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, გორში სრულიად ახალი შენობა დ. ჭონქაძის ქუჩაზე აშენდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. მასში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 7 ჯგუფი განთავსდება და მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.

აღნიშნული პროექტის მიზანი მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება და სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრიათ საზოგადოების მიმართ. თქვენ პასუხს აგებთ ჩვენი მოქალაქეების, ხშირ შემთხვევაში, გადარჩენაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია გქონდეთ ყველა საჭირო პირობა იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობა შეუფერხებლად განახორციელოთ,“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა მედპერსონალთან შეხვედრის დროს. მისივე თქმით, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად იქნება ჩართული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობისა და აღჭურვის პროცესში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რეგიონში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შესაქმნელად ხელისუფლებამ მუშაობა უკვე დაიწყო. კერძოდ, 1 თვის წინ მედპერსონალის ხელფასი 20-30%-ით გაიზარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს