გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ოპოზიციონერზე ჯგუფურ თავდასხმაში ადანაშაულებს

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ცემის ფაქტზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჯგუფურ თავდასხმაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ეს აგრესია არჩევნებში დამარცხების მოლოდინით არის გამოწვეული.

„არ ეკადრება ამ ქალაქს ასეთი "ბანდეროლები" რომ ჰყავს საკრებულოში. ქუთაისი არის კულტურის ერთ-ერთი აკვანი და შეეცადეთ, რომ შეეფერებოდეთ მის სახეს. ლაჩრულად, მხდალად დაესხნენ თავს, როგორც ჩვევიათ. მხოლოდ ერთ პარტიაზე თავდასხმა არ იყო, ეს იყო სახელმწიფოს და იდეალების შეურაცხყოფა. თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ამიტომ ძალადობაში არასდროს გაგეჯიბრებით. თქვენი ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით, სასტიკად მარცხდებით“, - მიმართა ვაშაძემ ოპონენტებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს