ლევან გოგიჩაიშვილი - ქართული საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს

„სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრების გზით, აქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება მას, სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

„მაინტერესებდა ასეთი კითხვის დასმა ამ ადამიანებისთვის, ამ წარსულის, ამ პრობლემების შემქმნელი ადამიანების მხრიდან, რომლებმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო არ შემდგარიყო. ჩააგდეს ამ ქვეყანაში დემოკრატია, ჩააგდეს ყველა რეფორმა, თავი მოგვჭრეს მთელს ქვეყანაში, ალაპარაკებდნენ რუსეთის წარმომადგენლებს საქართველოს მაგალითით, თუ როგორ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა, აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ყველა დონეზე, ყველა რეპორტში, საქართველო მომხვდარიყო, როგორც ჩავარდნილი ქვეყანა. დღეს, ეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა იმ დანაშაულზე, რაც მათ გააკეთეს, რა ემოცია ებადებათ იმისთვის, რომ ასე ცინიკურად იმ ადამიანებმა ილაპარაკონ, რომლებიც ერთმანეთს თავპირისმტვრევით ასწრებდნენ წითელ ხიდზე გადასვლას. ადამიანებმა, რომლებმაც ორ დღეში ამათი კანდიდატი სამარცხვინო წერილს სწერდა რუსებს და ეხვეწებოდა კონცერტი ჩამატარებინეო, რომ კანდიდატი დათო ბაქრაძე, რომელიც აბსოლუტურად უსუსურ შემადგენლობაში და მდგომარეობაში ეხვეწებოდა და რაღაც საოცარ განცხადებებს აკეთებდა, დანა-ჩანგლებით მოუწოდებდა ადამიანებს საკუთარი ინტერესების, ჯანმრთელობის, უფლებების და ქვეყნის დაცვას. ადამიანებმა, რომლებმაც მიატოვეს ბრძოლის ველზე ყველანი, ვისი მიტოვებაც შეიძლებოდა, რამდენიმე დღეში ეს ადამიანები, მათი კოლეგები მერე აღმოჩენილნი იყვნენ საკუთარ ქონებებს როგორ არეგისტრირებდნენ იუსტიციის სახლში. არაფერს არ ვამბობ იმ უპასუხისმგებლობაზე, რასაც ეს ამ ყველაფერს ახლდა,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს სიყვარული გულით ატარა. „სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაიბადა იქით, იმ სამყაროში, რომელსაც თავისუფალი სამყარო ერქვა, გაიზარდა საქართველოს განცდით. მთელი თავის ცხოვრება საქართველოს სიყვარული გულით ატარა, ჩამოვიდა ამ ქვეყანაში, გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი ხელმოწერით და მისი უშუალო ადვოკატირებით დაჩქარდა რუსული ჯარების გაყვანის პროცესი. ადამიანი, რომელიც გადადგა და იმ უპასუხისმგებლობას დაუპირისპირდა, რასაც ამ ქვეყანაში ერქვა ადამიანის უფლებების დარღვევა და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო ადამიანის უფლებების დაცვის ამ ქვეყანაში, ბოლომდე მიდიოდა იმ რეჟიმის წინააღმდეგ. მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრების გზით. მას აქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება მას გამოუცხადებს სრულ მხარდაჭერას”,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს