ხათუნა თოთლაძე კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფ კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანა ტერესიტა გონსალეს ფრაგა ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებული დღის წესრიგი და მისი გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის წარმოების მნიშვნელობაზე, ასევე, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

ხათუნა თოთლაძემ კუბის მხარეს სრული ინფორმაცია მიაწოდასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ რთულ ვითარებაზე.

„კუბის მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში, კუბის დელეგაციამ შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტში კუბის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელთან, გუგული მაღრაძესთან და წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესტუმრა საქართველოს იუსტიციის სახლს,“ - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს