ირმა ინაშვილი - შევეცდებით შევავსოთ ფრაქცია, თუ ნატო ჩხეიძე დატოვებს, მაგრამ შესაძლოა, არ გახდეს საჭიროება იმისა, რომ ის ფრაქციიდან გავიდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ საერთოდ არ გახდეს საჭირო ფრაქციიდან ნატო ჩხეიძის წასვლა, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ჩხეიძის წასვლის შემხვევაში ფრაქციის შევსებაზე იზრუნებენ.

„ჩვენ სხვაგვარად ვხედავთ რეალობას, ქალბატონი ნატო - სხვაგვარად. არასათანადო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ - ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. მისი სუბიექტური აღქმა ასეთია. სადავოც არაფერია ამ შემთხვევაში. ჩვენ არასდროს დაგვიხუჭავს თვალი და პარლამენტის ტრიბუნიდან გვისაუბრია ბიზნესის პრობლემებზე და ბევრ მწვავე თემაზე, მაგრამ ეს არ არის აქტუალური ამ ეტაპზე და აქტუალურია, ის რომ ჩვენი ფრაქცია შენაჩუნებულია. ნატო ჩხეიძემ დატოვა პარტია ამ ეტაპზე და ნაადრევი იყო კაპანაძე–ბოკერიას სიხარული ამაზე. საერთოდაც, მომავალშიც ნაადრევი იქნება. პოლიტიკა ცოცხალი პროცესია და მძაფრი აღქმა და ტრაგედია არ უნდა დავსახოთ ამ ვითარებისგან. შევეცდებით, შევავსოთ ფრაქცია, თუ ნატო ჩხეიძე დატოვებს, მაგრამ ყველაფერი ხდება და შესაძლოა, არ გახდეს საჭიროება იმისა, რომ ნატო ჩხეიძე გავიდეს ფრაქციიდან. ერთმანთთან კონსულტაციის რეჟიმში არ ვართ, მეგობრები ვართ და ბევრ თემაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, ფოფხაძე-ჭიჭინაძესთან შეთავაზება არ გაუკეთებიათ. „არავითარი კონსულტაციები არ მიგვყავს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გედი ფოფხაძისთვის არაფერი შეგვითავაზებია. ბატონო გედი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ასევე არაფერი შეგვითავაზებია ბატონი ჭიჭინაძისთვის“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს