მამუკა მდინარაძე - დავით ჭიჭინაძეს “ქართული ოცნება“ საკუთარი ნებით ნამდვილად არ დაუტოვებია, ის “ქართული ოცნებიდან“ გაირიცხა

დავით ჭიჭინაძეს “ქართული ოცნება“ საკუთარი ნებით ნამდვილად არ დაუტოვებია, ის “ქართული ოცნებიდან“ პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით გაირიცხა, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან და ფრაქცია “ქართული ოცნების“ რიგებიდან გასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. მე გავდივარ “ქართული ოცნების“ რიგებიდან და მოღვაწეობას გავაგრძელებ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი“, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჭიჭინაძემ პლენარულ სხდომაზე საკუთარი გადაწყვეტილების მოტივები კიდევ ერთხელ განმარტა. ამასთან, მან “ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა, მათ შორის აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, მიუღებელია.

“ყურადღებას გავამახვილებ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო დრის მიიღო. პირველი - საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის არდასახელებაა, რაც პოლიტიკური პარტიისთვის აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია. მეორე - მინდა ხაზი გავუსვა იმ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც ვეწინააღმდეგებოდი და დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ის ძალა, რომელმაც უმრავლესობა აიღო, საგამოძიებო კომიტეტში პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ამას. შესაბამისად, აქედან შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ, რომ “ქართული ოცნების“ არმონაწილეობა არჩევნებში, ეს არის ნიშანი პრეზიდენტობის ძალაუფლების გადაბარების იგივე ამ ძალასთან, რომელთან ერთადაც შეიქმნა საგამოძიებო კომისია. ყველაფერი აქედან გამომდინარე, მე გავდივარ „ქართული ოცნების“ რიგებიდან და მოღვაწეობას გავაგრძელებ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო