ელენე ხოშტარია მმართველ გუნდს კითხვით მიმართავს, „როგორ აფასებს სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს“

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია მმართველ გუნდს კითხვით მიმართავს, როგორ აფასებს სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს.

როგორც ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წლების განმავლობაში საქართველოს ადანაშაულებს რუსეთთან პოლიტიკის გამო.

„რამდენიმე კვირაში საქართველოს საზოგადოებამ უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ ცოტა ხნით ჩვენი პარტიული ქერქიდან რომ გამოვიდეთ, კარგად დავფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს ეს. ხალხმა უნდა აირჩიოს ადამიანი, რომელიც მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად ოპოზიციაა თუ მმართველ გუნდს წარმოადგენს, საქართველოს ინტერესები უნდა დაიცვას. კეროდ, პრეზიდენტმა უნდა იმუშავოს საქართველოს დეოკუპაციაზე, უნდა დაარწმუნოს მათ შორის სამართლებრივი გზებით საერთაშორისო საზოგადოება, რომ ყველამ აღიაროს და კარგად გაიგოს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომი კიდევ ერთხელ, რუსეთი არღვევს ადამიანის უფლებებს ჩვენს ტერიტორიაზე და იმუშაოს დეოკუპაციაზე. მან უნდა მოახდინოს დასავლური მხარდაჭერის სრული მობილიზება.

ახლა მე მაინტერესებს, ადამიანი რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და რომელიც საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, როგორ დაიცავს საქართველოს ინტერესებს და მეტიც, სულ რომ ეს ადამიანი არ გახდეს პრეზიდენტი, მე მაინტერესებს როგორ იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოში არსებობს კანდიდატი, რომელიც თავის ქვეყანას ადანაშაულებს ამდენსაუკუნოვანი აგრესიის შემდეგ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ეს არის სალომე ზურაბიშვილის მიერ წლების განმავლობაში დაფიქსირებული პოზიცია. ამის დასადასტურებლად საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სალომე ზურაბშვილის რამდენიმე წლის წინ მოყვანილი განცხადებები გაიხსენა

„2007 წელს სალომე ზურაბშვილმა, როდესაც რუსეთის თვითმფრინავი შემოვიდა საქართველოს სივრცეში და ჩამოაგდო რაკეტა, რომელიც არ აფეთქდა, შეაფასა ქართული ძალოვანების შესაძლო სპექტაკლად. 2014 წელს მან თქვა, რომ სააკაშვილმა ცეცხლი გახსნა და გამოიწვია რუსეთის რეაქცია. 2017 წელს მან ამერიკულ წვრთნებზე, რომელზეც უნდა იმუშაოს საქართველოს პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ის ნათელი არ არის, რას უნდა ემსახურებოდეს აშშ-ის ტექნიკის გამოჩენა. და ბოლოს მან საკუთარი კამპანია გახსნა იმით, რომ თქვა, საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი.

მე მაინტერესებს როგორ იღებთ ამ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს?“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა