შსს - ჟურნალისტ ზურაბ ვარდიაშვილის ცემის ფაქტზე ამ ეტაპზე ერთი პირის ბრალეულობა გამოიკვეთა

შსს-ს განმარტებით, ჟურნალისტ ზურაბ ვარდიაშვილის ცემის ფაქტზე ამ ეტაპზე ერთი პირის ბრალეულობა გამოიკვეთა, თუმცა უწყებაში აღნიშნავენ, რომ სხვა პირების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დამტკიცების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ზომების მიიღებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, თავად დაზარალებულმა კონფლიქტში მონაწილე ვერც ერთი პირი ვერ ამოიცნო, თუმცა უწყებამ საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავა

„ამ ეტაპზე გამოიკვეთა მხოლოდ ერთი პირის ბრალეულობა, რომელიც დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება გრძელდება და სხვა პირების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დამტკიცების შემთხვევაში მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - განაცხადეს შსს-ში.

ჟურნალ “ლიბერალის” რედაქტორს ზურაბ ვარდიაშვილს 15 სექტემბერს სცემეს. ვარდიაშვილის ინფორმაციით, მას 5-7 კაციანი ჯგუფი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო