აუდიტის სამსახური - ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის და საგზაო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს დანიშნული ჰქონდა ყოველთვიური დანამატი, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება

სამინისტროს აპარატის და საგზაო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს დანიშნული ჰქონდა ყოველთვიური დანამატი, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს სამინისტროს აპარატის თანამშრომლებზე გაწეულია 2,838,130 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 774,739 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 27%-ს შეადგენს.

ხოლო საგზაო დეპატრამენტში თანამშრომლებზე 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 4,692,341 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 1,502,235 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 32%-ს შეადგენს.

„საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. ხოლო ერთი ბრძანების საფუძველზე, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატის, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული,” - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო