აუდიტის სამსახური - თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისთვის გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხელფასის დარიცხვა ხდებოდა, რამაც 2017 წელს 140,543.63 ლარი შეადგინა

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, მათი გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხდებოდა საბანკო ანგარიშებზე ხელფასის დარიცხვა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ამ მიზნით საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა, სავარაუდოდ, 140,543.63 ლარი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამის თაობაზე ეცნობება საქართველოს მთავარ პროკურატურას.

„სამინისტროში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ფულადი სახსრების ანალიზისას გამოიკვეთა მაღალი რისკის შემცველი გარემოებები. კერძოდ: შესაბამისი აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ ყოფილი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, მათი გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხდებოდა საბანკო ანგარიშებზე (რომლებიც მანამდე ამ პირების მიმართ არ გამოიყენებოდა) ხელფასის დარიცხვა. 2017 წელს ამ მიზნით საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა, სავარაუდოდ, 140,543.63 ლარი. ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, აუდიტის მიმდინარეობისას ეცნობა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

არსებობს მაღალი რისკები იმისა, რომ შესაბამისი შიდა კონტროლის არარსებობის პირობებში, ფულადი განაცემები მიმართული იყოს იმ პირებზე, რომლებიც შესაბამის პერიოდში არ იყვნენ სამინისტროს სისტემაში დასაქმებული თანამშრომლები,” - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები არ მიეწოდებოდა. შესაბამისად, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ამ დეპარტამენტის მიერ ვერ ხორციელდება აღნიშნულ პროცესზე ადეკვატური კონტროლი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა