აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში 2013 წელს 42.1 ათასი ლარის ღირებულების 267 მაჯის საათია გაცემული

თავდაცვის სამინისტროში 2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტებით, შესაბამისი ბრძანებების თანახმად, გაცემულია 42.1 ათასი ლარის ღირებულების 267 სასაჩუქრე მაჯის საათი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს ქვედანაყოფებში 2017 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, სხვა ნაკლოვანებებთან ერთად გამოვლენილია მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებული პრობლემები.

„სამინისტროს ქვედანაყოფებში 2017 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, სხვა პრობლემებთან/ნაკლოვანებებთან ერთად გამოვლენილია მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც გასული წლებიდან მომდინარეობს. ინვენტარიზაციის შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული მაგალითებია:

• შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი (დაახლოებით, 416 შენობა) სრულად ამორტიზებულია, კოროზირებულია და საჭიროა მათი ჩამოწერა. შენობების უმეტესობა აშენებულია 1880 – 1952 წლებში;

• გამოვლენილია დაზიანებული, ვადაგასული და შემდგომი გამოყენებისთვის უვარგისი სხვადასხვა სახის ქონება;

მატერიალური ქონების აღწერის შედეგად დაფიქსირებულია 2005 წლიდან რიცხული საწვავებისა და საპოხი სითხეების 274.5 ათასი ლარის დანაკლისი, რომელიც კომისიის ინფორმაციით, დღემდე ძიებაშია შინაგან საქმეთა სამინისტროში;

• 2013 წელს საწყობში მომხდარი ხანძრის შედეგად განადგურებულია 42.0 ათას ლარზე მეტი ქონება. აღნიშნული საქმე დღემდე ძიებაშია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში19;

• სხვა დანაკლისებთან ერთად, გამოვლენილია 226.3 ათასი ლარის დანაკლისი, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრებათ მოქმედ და ყოფილ კონტრაქტორ ფირმებს (რაც საჭიროებს შემდგომ მოკვლევას).

• საწყობში დღემდე ირიცხება 2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტებით, შესაბამისი ბრძანებების თანახმად გაცემული 42.1 ათასი ლარის 267 სასაჩუქრე მაჯის საათი და სხვა,- ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა