ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისმა (ODIHR) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა. მისიაში შედიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

როგორც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გერკ-ჰაინრიხ არენსმა განაცხადა, მისიის შემადგენლობაშია 14 საერთაშორისო ექსპერტი და 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომელიც 26 სექტემბრიდან ჯგუფებად გადანაწილდებიან საქართველოს მასშტაბით. ხოლო უშუალოდ 28 ოქტომბერს არჩევნების პროცესს 350 მოკლედვადიანი დამკვირვებელი დააკვირდება.

მისივე განცხადებდით, მისია შეაფასებს საპრეზიდენტო არჩევნებს, ეუთოს ვალდებულებებს და დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან.

სადამკვირვებლო მისია თვალყურს მიადევნებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას, მედია გარემოს და საარჩევნო დავების გადაწყვეტას.

„კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა საქართველოსთან, როგორც პარტნიორებთან. უკვე გვქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენ ასევე შევხვდებით ყველა დაინტერესებულ მხარეს. დავწერთ ანგარიშს, გვაინტერესებს დემოკრატიულობა, მიუკერძოებლობა, გამჭვირვალეობა, ჩვენ არ გვაინტერესებს შედეგი, ვინაიდან ეს ქართველი ხალხის არჩევანია. დავაკვირდებით კამპანიის დაფინანსებას. პირველი ანგარიში არჩევნებიდან მეორე დღესვე, ხოლო 8 კვირის შემდეგ სრულყოფილი ანგარიში გამოქვეყნდება“, - განაცხადა გერკ-ჰაინრიხ არენსმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს