"ძალა ერთობაშია” - "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში საარჩევნო კომისიებში მმართველი გუნდის მხარდამჭერები და აქტივისტები დანიშნა

ქუთაისში მოძრაობა "ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენელთა განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში ნეიტრალური წევრების ნაცვლად, მმართველი გუნდის მხარდამჭერები და აქტივისტები დანიშნა. ამის შესახებ განცხადება გაერთიანების ოფისში, პარტიის წარმომადგენელმა ლაშა შალამბერიძემ გააკეთა.

მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალური წევრების რიგებში არიან ქალაქის მერის სიდედრი, ბაგა-ბაღების დირექტორები, ააიპების თანამშრომლები და ქუთაისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მეუღლე.

"ჩვენ საარჩევნო კომისიებიდან "ოცნების" მხარდამჭერების გამოთხოვას და მათი ნეიტრალური წევრებით ჩანაცვლებას ვითხოვთ," - განაცხადა ბრიფინგზე შალამბერიძემ.

პოზიციის ბრალდებებს ეხმიანებიან ქუთაისის მერიაში. მათი განცხადებით, ქალაქის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების დანიშვნასთან ადგილობრივ ხელისუფლებას კავშირი არ აქვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს