რუსეთის საგარეო უწყება ქართულ მხარეს ერგნეთის შეხვედრების პოლიტიზირებაში ადანაშაულებს

რუსეთი შეშფოთებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრის ჩაშლით, რაც თბილისის მხრიდან მექანიზმის მუშაობის პოლიტიზირების მცდელობებით არის გამოწვეული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 89-ე შეხვედრის ჩაშლის გამო, რომელიც 14 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ „თბილისის წარმომადგენლებმა დღის წესრიგში ცხინვალისთვის მიუღებელი პოლიტიზირებული პუნქტები შეიტანეს და ინტერპოლის ხაზით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადეს“.

„შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის კონფრონტაციული ქმედებების გამო მანამდე ანალოგიური მექანიზმის მუშაობა ქართულ-აფხაზურ საზღვარზეც შეჩერდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოლიტიზირებაზე მიმართული თბილისის კურსი ამ სასარგებლო ფორმატის ბლოკირების საფრთხეს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალი მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს. მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, გამოიჩინონ აუცილებელი პრინციპულობა და ხელი შეუწყონ მექანიზმის მუშაობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას“, - აღნიშნა ზახაროვამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა