ადვოკატის მტკიცებით, იმ ჩანაწერთან, რომელიც "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელდა, ვანო ჩხარტიშვილს არანაირი შემხებლობა არ აქვს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერთან, რომელიც ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელდა,ვანო ჩხარტიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს. ხატიაშვილის თქმით, ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა ერთი წლის წინ მართლაც შედგა, თუმცა მასზე საუბარი „იბერიასთან“ დაკავშირებით არ ყოფილა.

ადვოკატის თქმით, შეხვედრაზე საუბარი სულ სხვა საკითხზე იყო, ამიტომ ის „ომეგა ჯგუფის“ მფლობელ ზაზა ოქუაშვილსაც მოუწოდებს დაადასტუროს ის ფაქტი, რომ აუდიენციისას ტელეკომპანია „იბერიას“ საკითხზე საუბარი არ წარმართულა.

„შეხვედრა მართლაც შედგა 2017 წელს და ის ეხებოდა ბიზნეს გარემოდან გამომდინარე ორი ყველაზე მსხვილი ქართული საწარმოს სავარაუდო ან შესაძლო გაერთიანებას. შეხვედრა შედგა ზაზა ოქუაშვილის თხოვნით და მე მგონი, ამას ბატონი ზაზაც დაადასტურებს. შეხვედრის მიზანი იყო ქართული საწარმოების გადარჩენა იმ კრიზისისგან, რომელიც გამოიწვია იმ დროისთვის არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობამ, ამიტომ მოხდა შეხვედრა. ამ შეხვედრაზე არც ერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი ტელეკომპანია „იბერიასთან“ მიმართებაში და თუ შეიძლება ვანო ჩხარტიშვილს ამ პროცესთან ნუ დააკავშირებთ. ზაზა ოქუაშვილი გამოვიდეს და დაადასტუროს როდის იყო ეს შეხვედრა. ეს საუბარი არანაირ კავშირში არ არის „იბერიასთან“. რაც შეეხება ფონდის საკითხს, რომელიც იყო ნახსენები, ვანო ჩხარტიშვილს „იბერია“ ნახსენები არ აქვს და არც პარტიაზე საუბრობს. მას თუ უნდა „ქართული ოცნების“ დაფინანსება, მას შეუძლია კანონიერი გზით გააკეთოს შენატანი“,- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა 17 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიას" და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელ ზაზა ოქუაშვილთან ერთად „თბილისის თამბაქოს“ ერთ-ერთი აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილის და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის გვარებიც ფიგურირებს. ამ ჩანაწერში სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილებაზეა საუბარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა