აუდიტის ანგარიშში - განათლების სამინისტროში თანამდებობრივი სარგოსთვის დამტკიცებული პარამეტრი 2,878.62 ათასი ლარით აღემატება საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სახელფასო ფონდს

განათლების სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ უწყებებში (გარდა კოლეჯების,რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების) თანამდებობრივი სარგოს ნაწილში დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრი 2,878.62 ათასი ლარით აღემატება საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სახელფასო ფონდს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. ამასთან, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს მუხლში წარმოქმნილმა ჯამურმა ეკონომიამ შეადგინა 4,220.36 ათასი ლარი, რომელიც მიმართული იქნა შრომის ანაზღაურების სხვა ფორმის - პრემია/დანამატების - ხარჯების დაფინანსებაზე.

„სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ უწყებებში (გარდა კოლეჯების, რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების) თანამდებობრივი სარგოს ნაწილში დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრი 2,878.62 ათასი ლარით აღემატება საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სახელფასო ფონდს. მოცემულ შემთხვევაში საბიუჯეტო პარამეტრი და მისი დაგეგმვის საფუძველი არსებითად განსხვავებულია, რამაც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე ხარჯის აღნიშნულ მუხლში წარმოშვა ეკონომიის შესაძლებლობა.

ამასთან, საშტატოს ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული სახელფასო ფონდის მოცულობა 1,341.74 ათასი ლარით აღემატება ამ მუხლის მიხედვით საკასო ხარჯს (ფაქტობრივ შესრულებას). ამ ნაწილში ეკონომია თავის მხრივ განაპირობა ცალკეულ საშტატო პოზიციებზე ვაკანსიების არსებობამ, რომელიც წლების განმავლობაში არსებული არაოპტიმალური საშტატო სტრუქტურის შედეგია. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო წლის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს მუხლში წარმოქმნილმა ჯამურმა ეკონომიამ შეადგინა 4,220.36 ათასი ლარი, რომელიც მიმართული იქნა შრომის ანაზღაურების სხვა ფორმის - პრემია/დანამატების - ხარჯების დაფინანსებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა